კემბრიჯის
უნივერსიტეტის ადენბრუკის საავადმყოფო აცხადებს, რომ შეუძლოდ შექმნილი ინგლისელი
ფიზიკოსი სტივენ ჰაუკინგი სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰაუკინგი გუშინ მიიყვანეს
საავადმყოფოში. ამეოთროპული ათეროსკლეროზით
დაავადებულმა ჰაუკინგმა სახელი შავი ხვრელებისა და კოსმოლოგიისადმი მიძღვნილი
გამოკვლევების შედეგად გაითქვა. მსოფლიო მასზე 1988 წელს გამოცემული წიგნის “დროის
მოკლე ისტორიის” შემდეგ ალაპარაკდა. სამოცდაშვიდი წლის ჰაუკინგი თითქმის სრულიად
პარალიზებულია. იგი გარე სამყაროსთან კომუნიკაციას კომპიუტერის მეშვეობით
ამყარებს, რომელიც მოქმედებაში თითების მოძრაობით მოჰყავს.