ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ორლეანში სასამართლო პროცესი დაიწყო


დღეს ახალ ორლეანში ქარიშხალ კატრინას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებისადმი მიძღვნილი სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ის იყო თუ არა დამნაშავე შეერთებული შტატების არმიის საინჟინრო ძალები იმაში, რომ ქარიშხლმა ქალაქს ასეთი დიდი ზარალი მიაყენა. პროცესის მოგების შემთხვევაში ახალი ორლეანის მობინადრეებსა და ბიზნესებს სახელმწიფოსგან მილიარდობით დოლარის ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნის საშუალება მიეცემათ. ხალხი ამტკიცებს, რომ 2005 წლის კატასტროფული დატბორვის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, მდინარე მისისიპისთან დამაკავშირებელი არხი რიგიანად რომ გაეყვანათ და კარგად, რომ მოევლოდ მისთვის. არმიის საინჟინრო ძალები კი აცხადებენ, რომ არხი მათ კომპეტენციაში არ შედის და ქალაქს ეკუთვნის.


XS
SM
MD
LG