სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა. უკვე ერთ წელზე მეტია ფხენიანმა გაწყვიტა ოფიციალური კონტაქტი ,როდესაც კონსერვატიული მთავრობა მოვიდა სამხრეთ კორეის სათავეში. რეინტეგრაციისსამინისტროს წარმომადგენლის კიმ ჰო ნიონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ შეხვედრა კისონგის ინდუსტრიულ ზონაში მოითხოვა. ამასთან რა იქნება საუბრის მთავარი თემა - არ დაკონკრეტებულა. სეული შეხვედრაზე დათანხმდა და სავარაუდოდ იგი ხუთშაბათს შედგება. ამასთან სამხრეთ კორეამ გადასდო თავისი გეგმა გაწევრიანდეს მასიური განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ინიციატივაში, რომელსაც აშშ-ი მეთაურობს. გაწევრიანების შესახებ საბოლოო ინფორმაცია ოფოციალური პირების განცხადებით, კვირას გამოქვეყნდება. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები თავის მხრივ აცხადებენ, რომ მსგავს ინიციატივაზე ხელის მოწერა სეულის მხრიდან ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.