ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტრინიდადსა და ტობაგოში მოგზაურობს



ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტრინიდადსა და ტობაგოში მოგზაურობს. დღეს პრეზიდენტი ამერიკის35-ე სამიტს დაესწრება, სადაც კუბის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის შესახებ ისაუბრებს.

მექსიკის დედაქალაქში ვიზიტისას, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა,რომ მისი გადაწყვეტილება კუბაში მოგზაურობის აღდგენასა და კუბელ-ამერიკელთა მიერ ფულადი გადარიცხვებისაკრძალვის გაუქმების შესახებ შესაძლოაერთ შეხვედრაზე ვერ გადაწყდეს. ხუთშაბათს , კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ განაცხადა,რომ კუბის მთავრობა მზადაა ვაშინგტონთან ნებისმიერი საკითხის განხილვისათვის :ადამიანის უფლებათა დაცვის თემა იქნება ეს,პრესის თავისუფლება,თუ პოლიტიკური პატიმრების საკითხი.თუმცა მთავარ პირობადპრეზიდენტმა კასტრომ ის საკითხი დააყენა,რომ ამერიკამ უპირველესად კუნძული კუბა თანაბარი უფლებების მქონე სახელმწიფოდ უნდა აღიაროს.


XS
SM
MD
LG