ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უკმაყოფილოა საქართველოში დაგეგმილი ნატოს წვრთნებით


რუსეთი ნატოს მოუწოდებს, რომ გადასდოს საქართველოში მომავალ თვეს დაგეგმილი სამხედრო წვრთნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ძურნალისტებს განუცხადა, რომ 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილი სამხედრო წვრთნა ძირს გამოუთხრის კავკასიის რეგიონში სტაბილობას. მან ეს განცხადება ერევანში შავი ზღვისპირეთის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა. ნატოს რწმუნებულმა რობერტ პსჟელმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის ეს წვრთნა სულაც არ უნდა იყოს მოულოდნელი, რადგანაც იგი კარგა ხნის წინ იქნა დაგეგმილი. მისივე თქმით ამ მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 1300 სამხედრო მოსამსახურე 19 ქვეყნიდან. მანვე აღნიშნა, რომ წვრთნა თბილისიდან 20 კილომეტრში ჩატარდება და მასში ჩართული არ იქნება მზიმე ტექნიკა. საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტო „აჟან ფრანს პრესი“ ციტირებას უხდენს საქართველოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მინისტრს გიორგი ბარამიძეს, სადაც იგი რუსეთის გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეებში ჩარევად აფასებს.

XS
SM
MD
LG