ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენის დაბადების დღეს ზეიმობენ


მიუხედავად საერთაშორისო დაძაბულობისა, ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენის დაბადების დღეს ზეიმობენ. გუშინ კი ფხენიანმა გაეროსინსპექტორების ბირთვული ობიექტებიდან გაძევება და ატომური იარაღისპროგრამაზე მუშაობის განახლება გადაწყვიტა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებლის კიმ ირ სენის დაბადების დღეს ფხენიანის ქუჩებში გამოსული ათობით ათასი ადამიანი ზეიმობს. ტელევიზია ლიდერის ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს გადასცემს. გაერომ მიმდინარე კვირის დასაწყისში დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდის ფაქტი. ამით განრისხებულმა ფხენიანმა კი საპასუხოდ გაეროს ინსპექტორების გამოძევებით და ექვსმხრივი მოლაპარაკებების შეწყვეტიტ უპასუხა.

XS
SM
MD
LG