ირანის მთავრობამ, ამერკელ ჟურნალისტსა და სტუდენტს ბრალი ჯაშუშობაში დასდო.როქსანა საბერი, რომელიც ირანში ბოლო 6 წელია ცხოვრობს, ამერიკაში გაიზარდა. იგი ღვინის შესყიდვისთვის დააკავეს და ორ თვეზე მეტი ევანის ციხეში ამყოფეს.მარტში, ირანის გენერალური პროკურორის მოადგილემ ჰასან ჰადადმა განაცხადა, რომ საბერის რამდენიმე დღეში გაანთავისუფლებდნენ.დღეს იგი აცხადებს, რომ საბერის საქმე რევოლუციურ სასამართლოს გადაეცა.ეს სასამართლო ირანის ეროვნული უშიშროების საკითხებს განიხილავს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა ამ საკითხის ირგვლივ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მოვლენათა ამგვარი განვითარებით.მე პირადად, ისევე როგორც მთელი სახელმწიფო დეპარტამენტი, გავაგრძელებ ამ საქმის გულისყურით შესწავლას.იმედი გვაქვს, რომ როქსანა საბერის უმოკლეს ვადაში გაანთავისუფლებენ და მას შინ უსაფრთხოდ დააბრუნებენ.”
ირანის სასამრთლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკავებული როქსანა საბერის შემთხვევა, კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორსო და ადგილობრივ შეთანხმებსბ ადამიანის უფლებების დარგში არ ეთანხმებიან, დოკუმენტებს, რომლებზეც ირანს აქვს ხელი მოწერილი.კონკრეტულად ეს არის კონსტიტუციის მეათე მუხლში, გასამართლების უფლება და ასევე მე19 მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება. ორივე ეს პუნქტი ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციაშია დაცული.
კვირის დასაწყისში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანს მეორე ამერიკელი ქალის განთავისუფლებას მოუწოდა.სილვა ჰარუთუნიანი, წარმოშობით სომეხი ირანელი, ამჟამად ამერიკაში, აი-რე-ქსის ფონდში მუშაობდა პირად თანაშემწედ.აი-რე-ქსი პროფესიულ გაცვლებს უწყობს ხელს ქვეყნებს შორის.2008 წლის 26 ივნისს ჰარუთუნიანი ირანში ყოფნისას დააკავეს.მიმდინარე წლის იანვარში კი მას სამ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირანის მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ჰარუთუნიანის წინააღმდეგ ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობის ბრალდება უსაფუძვლოა.ვუდმა აღნიშნა, რომ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, პატიმრობის გამო.
აშშ, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, მოუწოდებს ირანის იუსტიციის სამინისტროს დაიცვას ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული დებულებები.