სომალელმა
მეკობრეებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კიდევ 4 ხომალდი ჩაიგდეს ხელში. პორტუგალიის
სამხედრო გემზე მყოფი ნატოს წარმომადგენლების განცხადებით მეკობრეებმა ტოგოს დროშით მცურავი გემი, ბერძნული
სატვირთო ხომალდი და ორი ეგვიპტური თევზსაჭერი კაპარჭი ჩაიგდეს
ხელში.
პირველი
ორი ხომალდის ეკიპაჟი ფილიპინელი მეზღვაურებისგან შედგება. აღნიშნულ გემებზე დაახლოებით
40 ადამიანი იმყოფება. აღსანიშნავია
რომ მეკობრეები არ აპირებენ უკან დახევას მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს მძევლად აყვანილი
გემის კაპიტანის განთავისუფლების დროს ამერიკელმა სამხედროებმა 3 მეკობრე მოკლეს.