ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში განხორციელებულ ორ აფეთქებას შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ინდოეთის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთის ასამის შტატში განხორციელებულ ორ აფეთქებას შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი აფეთქება შტატის დედაქალაქ გუაჰატიში მოხდა, ხოლო მეორე კი პირველისგან ას ორმოცდაათი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ დეკიაჯულიში. პოლიციის ეჭვით, ტერაქტები შეიარაღებული დაჯგუფების "ასამის გამათავისუფლებელი გაერთიანებული ფრონტის" მერაა მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ხვალ ამ ორგანიზაციის შექმნიდან ოცდაათი წელი უსრულდება. ასამში ხვალ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი ჩადის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

XS
SM
MD
LG