ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციელმა  არაბ ქალს ესროლა


ისრაელის პოლიციის ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ისრაელის სამხრეთ ნაწილში სასაზღვრო პოლიციელმა ესროლა არაბ ქალს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის განყოფილებას. პალესტინის სამედიცინო პირთა განცხადებით, ისრაელის სამხედრო ძალებმა მოკლეს ორი პალესტინელი შეიარაღებული პირი ღაზას სექტორთან. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში პალესტინელ შეიარაღებულ პირებზე ცეცხლის გახსნის ფაქტი. ამავე განცხადების თანახმად, დაიღუპა ორი პირი. როგორც პალესტინის სამაშველო გუნდი აცხადებს, თავდასხმის ადგილას ორი გვამი იპოვნეს. შეგახსენებთ, რომ იანვარში ჰამასსა და ისრაელს შორის დაიდო ცეცხლის შეწყვეტის ზავი.

XS
SM
MD
LG