ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთისა და პაკისტანის სამომავლო სტრატეგია


პაკისტანის და ავღანეთის ექსტრემისტები ამერიკას, ავღანეთს,პაკისტანს,ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს კვლავაც ემუქრებიან. ამ მუქარის საპასუხოდ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი სტრატეგიის შესახებ განცხადება გააკეთა.სტრატეგია ექსტრემისტთა დამარცხებასა და განადგურებას ისახავს მიზნად. იმ ექსტრემისტების, რომლებიც არა მარტო ამერიკის ,არამედ მთელი პლანეტისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. უახლოეს ხანში 17,000 ჯარისკაცი ავღანეთის ტერიტორიაზე მომსახურე 38ათას ამერიკელ სამხედროს შეუერთდება. პრეზიდენტი ობამას მოთხოვნით , ავღანეთში ასევე ჩავა 4ათასი სამხედრო ოფიცერიც, რომლებიც ავღანელი ჯარისკაცების წვრთნას უზრუნველყოფენ.

„ ჩვენი მისიის გაზრდით,რაც ავღანელი ჯარისკაცებისა წვრთნასა და უსაფრთხოების ძალების გაზრდას ითვალისწინებს, ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს საბოლოოდ მიეცემათ საშუალება საკუთარი ქვეყნის დაცვა თავად უზრუნველყონ" -განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

27მარტს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა , ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან ახალ ამოცანებს სახავს. ამ ამოცანებში შედის: მოსალოდნელი საერთაშორისო ტერორისტული აქტების თავიდან აცილების მიზნით ავღანეთსა და პაკისტანში ტერორისტთა ქსელის განადგურება,ავღანეთში ძლიერი და ეფექტური ხელისუფლების ჩამოყალიბება და საერთაშორისო ძალების დახმარების გარეშე ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების გაძლიერება. ავღანეთის ახალმა მთავრობამ უნდა შეძლოს შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, საკუთარი უშიშროების ძალებით ანტიტერორისტული და აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები გააძლიეროს. ასეთივე ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარ თავზე პაკისტანის კონსტიტუციურმა მთავრობამაც, რომელიც სამოქალაქო კონტროლისა და ეკონომიკის გაძლიერების საშუალებით პაკისტანის მოსახლეობის მშვიდობიან მომავალს უზრუნველყოფს. პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა,რომ დასახულ ამოცანებს ამერიკის შეერთებული შტატები მარტო ვერ განახორციელებს.

“ჩვენ არ დავუშვებთ იმას,რომ ავღანეთი კვლავ ქაოსში ჩაიძიროს და ალ-ყაიდას ქმედებები არ გაკოტროლდეს. აღებული ვალდებულებით, პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანზე თანაბრად განაწილდება“-განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG