ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას სუდანთან მეგობრობა სურს


ამერიკის საგანგებო ელჩი სუდანში აცხადებს, ამერიკასთან მათი მეგობრობა მთლიანად სუდანის მთავრობაზეა დამოკიდებული. დღეს სკოთ გრაშიონი სუდანის დედაქალაქში ხარტუმში ვიზიტით ჩავიდა.როგორც ბატონმა გრაშიონმა განაცხადა, მას იმედი აქვს სუდანთან ურთიერთობები მეგუბრულად და ურთიერთთანამშრომლობით წარიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით სუდანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე სკოთ გრაშიონი დარფურის რეგიონს მოინახულებს, იგი აგრეთვე ესტუმრება სუდანის სამხრეთ ნაწილს და ნავთობის ქალაქ აბეის. საგანგებო ელჩის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, სუდანში ათასობით პრეზიდენტის მხარდამჭერი მიესალმა, მის დაბრუნებას ქვეყანაში. მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომარ ალ ბაშირზე გაცემული სანქციისა, მან უგულვებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა.


XS
SM
MD
LG