ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა


ოპოზიცია მძაფრად აკრიტიკებს ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს. მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა უკვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელმაც არაბული სამყარო და ისრაელის ოპოზიციის განრისხება გამოიწვია. ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის თქმით, ლიბერმანმა გამოავლინა ის, რომ ისრაელი სამშვიდობო მოლაპარაკებების პარტნიორად აღარ უნდა მოიაზრებოდეს.

ლიბერმანმა განაცხადა, რომ ამერიკის შუამდგომლობით 2007 წლის შემდეგ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებები ისრაელს ხელ-ფეხს უბორკავს, პალესტინელებთან დათმობაზე წასვლას წარმოადგენს და საბოლოოდ მხოლოდ მორიგი ომის გამოწვევას შეიძლება შეუწყოს ხელი. ლივნიმ პრემიერის პოსტზე ახლად არჩეულ ბენიამინ ნატანიაჰუს ლიბერმანის შეხედულების უარყოფისკენ მოუწოდა. თუმცა ისრაელის მემარჯვენე პრესის ფურცლებიდან ავიგდორ ლიბერმანი კვლავაც აგრძელებს მკაცრ რიტორიკას. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესი მანამდე ვერ წაიწევს წინ, სანამ პალესტინელთა მთავრობა ღაზას სექტორის გაკონტროლებას და ჰამასის განიარაღებას ვერ შესძლებს.


XS
SM
MD
LG