ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ბრიტანეთი გლობალურ კრიზისს ერთად შეებრძოლებიან


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ერთიანი ძალებით გამკლავებისკენ მოუწოდეს. ბატონები ობამა და ბრაუნი, ლონდონში მსოფლიოს ოცი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ლიდრეთა სამიტის გახსნამდე შეხვდნენ ერთმანეთს. ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად ძირითადი აქცენტი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ერთიან და არა განსხვავებულ შეხედულებებზე უნდა გაკეთდეს. ომაბამ და ბარაუნმა განაცხადეს, რომ პროტექციონიზმი გლობალური რეცესიის შეჩერებას ხელს ვერ შეუწყობს. ბერლინში კი გერმანის კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიოს ლიდერებს საბაზრო ეკონომიკის რეფორმისკენ მიმართული გადამწყვეტი შეთანხმების მიღებისკენ მოუწოდა. ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ნათქვამს, რომ იგი არ მიემხრობა სამიტზე “ცრუ კომპრომისის მიღწევას”. თუმცა გერმანიის კანცლერის თქმით, ბატონი სარკოზის მუქარა იმის თაობაზე, რომ იგი სამიტს დატოვებს იმ შემთხვევაში თუ ეს სამიტი შედეგიანი არ იქნება, კონსტრუქციული არ არის.

XS
SM
MD
LG