ამერიკაში სწავლისა და მუშაობის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ერთერთი მათგანია ჯეი 1-ის ვიზით გაცვლითი ვიზიტორების პროგრამა, რომლის დახმარებით ამერიკაში ყოველწლიურად 400, 000მდე ადამიანი ჩამოდის.
გაცვლითი სტუმრების პროგრამაში 15 კატეგორიაა, მათ შორის პრაქტიკანტის, ე.წ. ინტერნის პროგრამა, ო პერის პროგრამა,ზაფხულის თვეებში მუშაობისა და მოგზაურობის პროგრამა, ბანაკის ასისტენტის პროგრამა, მასწავლებლის, ექიმის, პროფესორის, კვლევითი მეცნიერის და ტრენერის პროგრამები.
სამუშაო სპეციფიკაზე დაყრდნობით შექმნილი კულტურული გაცვლითი პროგრამა ურიცხვ შესაძლებლობებს იძლევა დასაქმებისთვის. აქედან, ერთერთია საკურორტო ადგილებში სამსახური ზაფხულის ან ზამთრის განმავლობაში, ან არადა ერთ წლიანი პრაქტიკა წამყვან ამერიკულ კომპანიებში. ასევეა ო პერის პროგრამა ან კვლევებისთვის საჭირო პროგრამები აკადემიურ და კერძო ლაბორატორიებში.ვიდრე კულტურული გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ჩამოვა ესა თუ ის პროფესიონალი, მან ამერიკის ვიზა უნდა მიიღოს. გაცვლითი ვიზიტორების პროგრამაში მონაწილეობა სტუმარს ჯეი ერთის ტიპის ვიზას აძლევს. ამ ვიზის მისაღებად უცხოელმა პროფესიონალმა პროგრამის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და პროგრამის მონაწილეობის შესახებ მიიღოს დასტური ამა თუ იმ სპონსორი ორგანიზაციიდან. შემდეგ, მან ამერიკის საელჩოს ან საკონსულოს მიაკითხოს ჯეი ერთი ვიზის ასაღებად. გაცვლითი პროგრამების შესახებ დამატებითI ინფორმაცია შეგძლიათ მოიძიოთ მისამართზე: www.exchanges.state.gov.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ვიზის ქონა ამერიკაში შემოსვლის გარანტია როდია. არამედ ვიზის ქონის დროს, უცხოელი ამეირკის აეროპორტში ჩამოვა და შემდეგ ამერიკის მთავორბის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ, შემოსვლის უფლებას აიღებს. გაცვლითი პროგრამის მონაწილეები პროგრამის დასრულების შემდეგ შინ უნდა დაბრუნდნენ და საკუთარი ქვეყნის განვითარება შეიტანონ წვლილი ამერიკაში მიღებული ცოდნის შემდეგ.
უცხოელი სტუმრების პროგრამას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა დ აკულტურის საქმეთა ბიურო ასპონსორებს. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შერჩეული კერძო და სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც უცხოელი სტუმრების ვიზიტის დეტალებს აგვარებენ.