ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები ირღვევა  ამერიკის საემიგრაციო სისტემაში


ადამინიას უფლებების დაცვის საერთაშორისო ჯგუფი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ათი ათასობით ემიგრანტის უფლების შელახვაში ადანაშაულებს. ჯგუფი საერთაშორისო ამნისტიის განცხადებით, ამერიკაში , ყოველდღიურად დაკავებულ არალეგალ ემიგრანტთა რიცხვი ბოლო 12წლის მანძილზე სამჯერ გაიზარდა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსნებაში, ორგანიზაცია აღნიშნავს,რომ დაკავებულთა უმეტესობამ არც კი იცის რა ბრალდებითაა დაკავებული.ასევ ძალზე გაჭიანურებულია სასამართლო პროცესები.ეს კი იმის მიზეზი ხდება,რომ დაკავებულთა უმეტესობა თავად ითხოვს სამშობლოში დეპორტაციას,იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ეს კანონით არ აქვთ დაწესებული.

„საერთაშორისო ამნისტიის”-ის ამერიკული ოფისის აღამსრულებელი დირექტორი ლერი კოქსი აცხადებს,რომ ამ სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების მიხედვით ამერიკა დღესდრეობით პირველ ადგილზეა.

ამერიკის ფედერალური საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის პრესმდივანმა კორი ბასეტმა გაზეთ „მერკური ნიუსს“ ინტერვიუ მისცა. ქალბატონმა ბასეტმა აღნიშნა,რომ მისი ხელმძღვანელობა აღიარებს ამ სფეროში დაშვებულ შეცდომებს და ყველა ღონეს ხმარობს მათ გამოსაწორებლად.


XS
SM
MD
LG