ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქების შედეგად მიკროავტობუსში მჯდარი 9 ადამიანი დაიღუპა



ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით გზისპირა ნაღმზე აფეთქების შედეგად ხოსტის პროვინციაში მიკროავტობუსში მჯდარი 9 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. ხელისუფლებამ საბარის რაიონში მომხდარ ამ თავდასხმაში მოთარეშეები დაადანაშაულა. პარტიზანული მოძრაობა ავღანეთში სულ უფრო ძლიერდება მას შემდეგ რაც დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა თალიბების მთავრობა დაამხეს 2001 წელს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა პარასკევს ავღანეთთან დაკავშირებით თავისი ახალი სტრატეგიის გამოაშკარავებას აპირებს.ბარაქ ობამა მიიჩნევს რომ ავღანეთში ომის მოგება შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით. მის გეგემებშია ავღანეთის უშიშროების ძალების რაოდენობის გაზრდა, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში უფრო ქმედითი მონაწილეობის მიღება და ავღანელ პარტიზანებთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.


XS
SM
MD
LG