ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 700 მილიონი დლარი გამოუყო საქართველოს


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზება, რომელსაც დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის აგრესიამ და საერთაშორისო კრიზისმა. საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ თანხიდან 190 მილიონი დოლარი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავრობას. 700 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში იქნა მიღებული, კერძოდ იმ დროს, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა იქნა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG