ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამამ მსოფლიოს ლიდერებს გადამწყვეტი  ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მსოფლიოს ლიდერებს ეკონომიკური აღორძინების მისაღწევად გადამწყვეტი და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

გაზეთ ინტერნაიშენალ ჰერალდ ტრიბუნში გამოქვეყნებულ წერილში ბარაქ ობამა იმედს გამოთქვამს რომ აპრილში ლონდონში დაგეგმილ მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოს შეხვედრაზე კრიზისის დასაძლევად საერთო გეგმის შემუშავება მოხერხდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით მსოფლიოს ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ გლობალური ფინანსური სისტემის გამჭვირვალეობის ჩამოყალიბებას.

XS
SM
MD
LG