აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა აცხადებს რომ მისი შემოთავაზებული სამტრილიონ ექვს მილიარდიანი ბიუჯეტი ქვეყნისმომავლის გაუმჯობესებისთვის რეალური თანხაა.
დღესპრეზიდენტმა თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში აღნიშნა რომ ბიუჯეტიდან დიდ თანხა დაეთმობა ინვესტიციებს ენერგიაში, განათლებასა და ჯანდაცვაში.
პრეზიდენტმა ობამამიქვე დაამატა რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტი მისი საპრეზიდენტოვადისამოწურვამდე განახევრდება. გუბერნატორმა ჰეილი ბარბურმა რესპუბლიკელების ყოველკვირეულ გამოსვლაში დაგმო შემოთავაზებულ ბიუჯეტი და იქვე აღნიშნა რომ ბიუჯეტი საჭიროზე მეტს ხარჯავს,ითვალისწინებს დიდ გადასახადს და სესხულობს ბევრს. კონგრესის საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს რომ 2009 წლის დასასრულისთვის შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება ერთი ტრილიონ რვა მილიარდი დოლარით. ამერიკის ბიუჯეტის ექსპერტები ასევე იმასაც წინასწარმეტყველებენ რომ ბარაკ ობამას შემოთავაზებული ბიუჯეტი მომავალი ათი წლის განმავლობაში 9ტრილიონ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტს გამოიწვევვს.