ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად  სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა


ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ნანგარის პროვინციაში პოლიციის ბლოკპოსტთან კამიკაძე ტერორისტის მიერ განხოციელებული ავტომობილის აფეთქებამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 4 ადამიანი.

აფეთქებას ასევე ადგილი ჰქონდა ხოსტის პროვინციაში სადაც ნოვრუზ ბაირამობის აღსანიშნავად სალოცავთან იყო თავყრილობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 4 ადამიანი.

ამის ფონზე ავთანეთში ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქვეყნის სამხრეთში შეტაკებამ იმსხვერპლა ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე. დაღუპული ჯარისკაცის ეროვნება უცნობია.


XS
SM
MD
LG