ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ჰამასის 10 ლიდერი დააპატიმრა


ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჰამასის 10 ლიდერი დააპატიმრა. ისრაელის სამხედროები მათ ჰამასის ადმინიტრაციის ერთერთი შტოს აღდგენაში სდებენ ბრალს.მათი თქმით, დაპატიმრებულთაგან ოთხი ჰამასის იურისტია. დაპატიმრებებმა მას მერე იმატა, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის ეგვიპტელთა შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა. ეგვიპტე ასევე ცდილობს ჰამასი თავის მოწინააღმდეგე ფატას ფრაქციასთან შეარიგოს.ორმხრივი შეხვედრა შეთანხმების მიღწევის მიზნით დღეს უნდა შემდგარიყო . შეხვედრაზე ღაზას სექტორის მაკონტროლებელი ჰამასის ჯგუფისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის მაკონტროლებელი ფატას ფრაქციის გაერთიანებული მთავრობის ჩამოყალიბებაზე უნდა ემსჯელათ. მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი კი ის გახდა,რომ პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ისრაელთან მოლაპარაკებები სურთ,ხოლო ჰამასი ისრაელზე სახმედრო გამარჯვების მომხრეა. შეხვედრის ინიციატორთა განცხადებით,მომავალი მოლაპარაკება უახლოეს დროში იგეგმება.


XS
SM
MD
LG