ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს  აშშ-ის  ცენტრალური  ბანკი  შეხვედრას გამართავს



დღეს აშშ-ის ცენტრალური ბანკი შეხვედრას გამართავს სადაც განიხილება უკიდეურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის ახალი გზები. ექსპერტთა აზრით დიდი დეპრესიის შემდეგ ქვეყანის ეკონომიკა მსგავს მდგომარეობაში არ ყოფილა.

დღეს მთავრობა აგრეთვე გამოსცემს დასკვნას რომელიც ასახავს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებას.

დასკვნის მიხედვით თებერვალში უძრავი ქონების სექტორში შეიმჩნეოდა 22%-იანი ზრდა. რაც იმას ნიშნავს რომ 583 ათასი სახლი გაიყიდება თუ წლის განმავლობაში მშენებლობა მსგავსი ნაბიჯებით წარიმართება. ექპერტები სწორედ უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსს უკავშირებენ გლობალური ეკონომიკური კრიზისს.

ცენტრალურმა ბანკმა უკვე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე , მაგრამ მთავრობა შეეცდება კიდევ სხვა გზებიც გამონახოს რათა გაადვილონ მომხმარებლისა და ბიზნესებისთვის კრედიტის გაცემა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოხატა აღშფოთება როდესაც გაიგო რომ სახელმწიფოს მიერ მსხვილი სადაზღვევო კომპანიისთვის გამოყოფილი დახმარება შესაძლებელია აღმასრულებელი დირექტორების ჯიბეებში აღმოჩნდეს. პრეზიდენტმა ხაზინის მდივანს ტიმოტი გეიტნერს დააავალა რომ მან გამონახოს შესაძლებელი ვარიანტი რათა სადაზღვევო კომპანიის გეგმა, გადასცეს აღმასრულებელ დირექტორებს 165 მილიონი დოლარი, რამენაირად დაიბლოკოს.



XS
SM
MD
LG