ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამი ძირითადი ტენდენცია იკვეთება


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მსოფლიოში სამი ტენდენცია შეიმჩნევა: პირველი, ეს არის მსოფლიოში უფრო გაზრდილი მოთხოვნა პოლიტიკურ და პირად თავისუფლებაზე, მეორე, მთავრობების ძალისხმევა ამ თავისუფლებების ჩასახშობად და მესამე, ადამიანის უფლებები ყველზე კარგად წარმომადგენლობით დემოკრატიებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყნებშია დაცული.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ინდივიდუალურად უნდა იყვნენ შეფასებული, აშშ სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში კარენ სტუარტი აცხადებს, რომ მაინც აშკარაა, რომ მთვრობები ყველგან ზღუდავენ ამ უფლებებსა და თავისუფლებებს:

"სულ უფრო მეტმა ქვეყანამ რეპრესიული კანონები და აკრძალვები დააწესა არასამთავრობო ორგანიზაციებისა დ მედიის მათ შOრის ინტერნეტის წინააღMდეგ. ადამიანის უფლებების ბევრი დამცველი კიკ რომლებიც მშვიდობიანი ზომებიტ იცავდნენ საკუთარ და სხვა აქვივისტების უფლებებს, დააშინეს, დააკავეს, მოკლეს ან სასამართლოს გარეშე ძალადობრივი ზომებით გაუსწორდნენ."

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა სიმპტომატურია იმ ქვეყნებში სადაც პოლიტიკური სისტემა ვერ მუშაობს. ყველაზე მძიმე დარღვევებს კი ადგილი აქვს იქ სადაც ქვეყნის მართველები საკუთარი ხალხის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებულნი, ან იქ სადაც მთავრობა დაემხო. ადამიანის უფლებების დაცვა კი ხდება იქ სადაც ჯანსაღი პოლიტიკური გარემოა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, სამთავრობო ინსტიტუტები წარმომადგენლობითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, რომლებიც ხალხის მოთხოვნებს პასუხობენ.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოსლფიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის კონგრესის მანდატი აქვს. დეპარტამენტის მოხსენება ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აღწერს და მასზე დაყრდნობით ნათელი ხდება რომელ ქვეყანაში ირღვევა ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები. ეს დოკუმენტი ასევე აყალიბებს იმის მნიშვნელობას, რომ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები უნდა დაემორჩილონ ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს.

წელს, ამ ანგარიშის წარდგენისას, სახელმწიფო მდივნამა ჰილარი ქლინტონმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინტეგრალური ნაწილია. ჩვენ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ადამიანის უფლებების დაცვას და იმავდროულად, სხვა ქვეყნებთან დავიწყებთ თანამშრომლობას. განაცხადა მან.

"ჩვენ შედეგები გვაინტერესებს და გვსურს ცვლილების მიღწევა, რაც მთელს მსოფლიოში ურიცხვი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს", აღნიშნა ჰილარი ქლინტონმა.

XS
SM
MD
LG