ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი  შეიარაღების მოდერნიზაციას აპირებს


რუსეთი შეიარაღების მოდერნიზაციას აპირებს. დღეს რუსეთის სამხედრო შტაბის წარმომადგენლების წინაშე გამოსულმა ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორიზმისა და ნატოს ექსპანსიის წინააღმდეგ საბრძოლველად მზად უნდა იყოს. მედვედევის თქმით შეიარაღების ეს პროცესი 2011 წელს უნდა დაიწყოს. მთავარი ყურადრება სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ იარაღს დაეთმობა. მოსკოვი საქართველოსა და უკრაინის ნატოსკენ მისწარაფებას და ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების გეგმას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად აღიქვავს.

XS
SM
MD
LG