ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1988 წლის 16 მარტს ირან-ერაყის ომის მერვე წელს ფრონტისპირა ქალაქი ჰალაბჯა ერაყის არტილერიამ და ავიაციამ დაბომბა


1988 წლის 16 მარტს ირან-ერაყის ომის მერვე წელს ფრონტისპირა ქალაქი ჰალაბჯა ერაყის არტილერიამ და ავიაციამ დაბომბა. ირანის საზღვართან მდებარე ამ ქალაქის 50000 მაცხოვრებელს ერაყის საბრძოლო შვეულმფრენებმა ქიმიური ბომბები დაუშინეს.

ნური ჰამა ალი ძლივს გადაურჩა ამ საშინელ თავდასხმას. მისი თქმით მთელი ცა მომწამლავი გაზების ღრუბელით დაიფარა. უმწეო ქალები და ბავშვები პირდაპირ ქუჩაში კვდებოდნენ. მოხუცები ამაოდ ცდილობდნენ გაქცევას. სადამ ჰუსეინის რეჟიმმა ამ დღეს 5000 ქურთი მამაკაცი, ქალი და ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს.

კიდევ 10 000 ადამიანი დაბრმავდა და ინვალიდად გადაიქცა. ქიმუირი იარაღის გამოყენების შედეგად მოიწამლა სასმელი წყალი და საკვები. გადარჩენილებს მძიმედ დაუზინადათ ფილტვები, მათში ძალზე გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები.

ჰალაბჯაზე თავდასხმა არ იყო ომის საჭიროებით გამოწვეული აქტი. ეს იყო სადამ ჰუსეინის პოლიტიკის შედეგი, რომელიც ერაყის ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთების განადგურებას ისახავდა მიზნად.1994 წელს ჰუმან რაითს ვოჩის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია რომ ქურთების წინააღმდეგ მიმართული ალ-ანფალის კამპანიის დროს სადამ ჰუსეინის რეჟიმმა 50 000-ზე მეტი ადამიანი გაანადგურა. ზოგიერთი მონაცემებით ეს ციფრი შესაძლოა 100 000 აღწევდეს. ჰალაბჯას ტრაღედია დესპოტური რეჟიმების დანაშაულებათა რიგში შედის, რომელიც მსოფლიომ არასოდეს უნდა დაივიწყოს.


XS
SM
MD
LG