ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე კურსის ვარდნა აღინიშნება


აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე კურსის ვარდნა აღინიშნება. იაპონიის ნიკეის ინდექსმა ორი მთელი ოთხი მეათედი პროცენტით დაიკლო. ასევე დაბალი მაჩვენებლებით დაიხურა მანილის, შანხაისა და ტაივანის ბირჟები. ჩინეთი აცხადებს, რომ გასული ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში წარმოება ოთხი პროცენტით შენელდა. ავსტრალიაში უმუშევრობამ ხუთ პროცენტს მიაღწია. ხოლო იაპონია კი აცხადებს, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა თორმეტი მთელიერთი მეათედი პროცენტით შემცირდა. ევროპის ყველა ბირჟამ დღეს მუშაობა დაბალი მაჩვენებლით დაიწყო. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მთავრობებს, გლობალური კრიზისის დასაძლევად სასტიმულო პაკეტების გამოყოფისკენ მოუწოედა.

XS
SM
MD
LG