ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში  ქალთა სტატუსის საკითხებთან დაკავშირებით  სესია შედგა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კიმუნმა გაეროში მოწყობილ ფორუმზე,რომელიც ქალთა სტატუსის საკითხებს განიხილავდა, მაშოკირებელი განცხადება გააკეთა.როგორც ირკვევა, მსოფლიოში ხუთი ქალიდან ერთი სექსუალური ძალადობის , ხოლო ზოგქვეყანაში სამი ქალიდან ერთი სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება.


მიუხედავად იმისა,რომ გაეროს ქვეყნების უმეტესობას ქალების ძალადობის დასჯის კანონი გააჩნია - მსგავსი პრობლემები ამ ქვეყნებს მაინც აქვთ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ , მსოფლიოში ერთგვარი წინსვლა მაინც შეინიშნება. რადჰიკა კუმერასვამი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტის საკითხებში გაეროში სპეციალური წარმომადგენელია.მისი განცხადებით, თითქმის ყველა ქვეყანაში დაწესდა კანონი ან შეიქმნა სპეციალური გეგმა, რომელიც სამომავლოდ ქალთა უფლებებს გააძლიერებს. ახლა მთავარია ეს გეგმები რეალურად განხორციელდეს. გაერომ აგრეთვე დანერგა პროგრამები,რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დიდ ქალაქებში ქალთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. გაეროს „ნდობის ფონდი“ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განვითარებად ქვეყნებში ქალების მხარდაჭერის მიმართულებითაც გასწევს საქმიანობას.

წლევანდელი შეხვედრა გაეროში ქალთა სტატუსის კომისიის ფორუმზე მაინც განსხვავებული აღმოჩნდა.ამის მიზეზი კი ის გახლდათ,რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ზოგიერთი საკითხი უფრო აქტიური და მნიშვნელოვნად ყურადღებმისაქცევი გახდა .ეკონომისტთა განცხადებით, სამსახურებში დამკვიდრდა ტრადიცია ,რომ პირველ რიგში ქალთა სქესის წარმომადგენლებს ანთავისუფლებენ. ეკონომისტთა განცხადებით, კრიზისმა შესაძლოა დონორი და კერძო ბანკები აიძულონ არ გასცენ მიკროკრედიტები იმ მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად,რომლებსაც ქალთა სქესის წარმომადგენლები აწარმოებენ.ასევე შეიკვეცება უცხოური დახმარებები ჯანმრთელობისა და განათლების დარგის იმ სფეროებში,სადაც ქალთა სქესის წარმომადგენლები საქმიანობენ. ეკონომისტი მარინა დურანო ქალთა განვითარების საალტერნატივო ჯგუფის ეკონომისტია.მისი აზრით: „დღეს ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის ირგვლივ ბევრს საუბრობენ. ვიდრე ქალები სამსახურებს კარგავენ, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის,რომ მასტიმულირებელი გეგმის დახმარებით მათ დროებითი სამუშაო მაინც მოვუძებნოთ. თუ დახმარების თანხები გზებისა და ხიდების მშენებლობას მოხმარდება, სამწუხაროდ ამ საქმეში მხოლოდ მამაკაცები დასაქმდებიან. “ციტატის დასასრული


ქალბატონ დურანოს გაეროს ქალთა განვითარების ფონდის აფრიკის სექტორის თავმჯდომარე ქალბატონი რავოლოლონარისოაც უერთდება: „ბოლო ხანებში კრიზისის შედეგად ერთი ტენდენცია გამოვლინდა. მთავრობის მიერ თანხების შეკვეცაზე არჩევანი სამწუხაროდ მაინც ქალთა სფეროებზე კეთდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძირითადად ქალთა პრგრამების შემცირების ხარჯზე ხდება.“ციტატის დასასრული მსოფლიო ბანკი მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს 15 მილარდი დოლარის ოდენობის თანხა გაიღონ განვითარებადი ქვეყენების დახმარების ფონდისთვის . თუმცა ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით,დახმარების საქმეში მთავარი არა თანხის რაოდენობა,არამედ თანხის სწორი განაწილებაა. მაგალითად, სამედიცინო დახმარების ფონდის შემცირების შედეგად პრობლემა ოჯახში ისევ და ისევ ქალებს შეემქნებათ.იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ოჯახის წევრი ავად გახდება,ქალები იძულებულები გახდებიან სახლში დარჩნენ,რათა ავადმყოფს მოუარონ. გაეროს ქალთა განვითარების ფონდის ეკონომიკური ექსპერტი იასინ ფოლი აცხადებს,რომ ქალები იძულებულები არიან უარი თქვან მაღალანაზღაურებად სამსახურებზე,როცა მათი ოჯახის წევრები ავად არიან და და მოვლას საჭიროებენ. ზოგიერთი მომვლელი ექთანი ავადმყოფის ოჯახის წევრებისგან ფულის გადმორიცხვას საზღვარგარეთიდან ელის.ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ ოჯახის წევრები იძულებეულები არიან უცხოეთში სამუშაოდ წავიდნენ და ავადმყოფის სამედიცინო და საავადმყოფო ხარჯები ამგვარად დაფარონ. აი რას ამბობს იასინ ფოლი:


„ავადმყოფის მოვლა დროსა და ფულს მოითხოვს.ქალები იძულებულები არიან თავიანთი მცირე შემოსავლიდან გადასახადები იხადონ ან ოჯახის წევრები საავადმყოფომდე მიიყვანონ.თუ საავადმყოფოში წყალი არ მოდის,ამაზეც მათ უნდა მიიღონ ზომები.ასევე უნდა აკეთონ საჭმელი და ოჯახის ავადმყოფ წევრებს მორალური მხარდაჭერა გამოუცხადონ. მგონი დადგა დრო,რომ მსგავს შემთხვევებში მამაკაცებმაც მიიღონ მონაწილეობა და ოჯახის ტვირთის სიმძიმე მათაც გადაინაწილონ.“ციტატის დასასრული

იასინ ფოლი ასევე აღნიშნავს,რომ სახელმწიფო საზოგადოებრივი სამსახურების ვალია უკიდურესად გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს გაუწიონ დახმარება. იასინ ფოლის თქმით , ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისას ძირითადი აქცენტი მარტო ფართო სპექტრის რეგულირებასა და განვითარებაზე არ უნდა გაკეთდეს. დასავლეთის სახელწიფოებმა თავიანთი მხრიდან ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისათვის,რათა გლობალური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში თანაბარუფლებიანობა არ დაირღვეს და ქალთა უფლებები არ შეილახოს.


XS
SM
MD
LG