ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სადაზვერვო საანალიტიკოსო უწყების თავკაცის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატურამ უარი განაცხადა ნომინაციაზე


პრეზიდენტ ობამას მიერ შეერთებული შტატების სადაზვერვო საანალიტიკოსო უწყების თავკაცის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატურამ უარი განაცხადა ნომინაციაზე. დაზვერვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წამოყენებულმა ყოფილმა დიპლომატმა ჩარლზ ფრიმანმა განაცხადა, რომ უარს იმის გამო ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის პოლიტიკის მისეული ხედვა განსხვავდება ადმინისტრაციის ხედვისგან. მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ ფრიმანს ისრაელის ლობისა და ქვეყნის ზოგი კანონმდებლის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, მის მიერ პალესტინელების მიმართ ისრაელის მიერ წარმოებული პოლიტიკის ნეგატიურად შეფასების გამო. ფრიმანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ძირითადად ისრაელის ლობი იბრძვის.

XS
SM
MD
LG