ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის პოლიციის განცხადებით შეიარაღებულმა პირმა  16 მოსწავლე  მოჰკლა


გერმანიის პოლიციის განცხადებით შეიარაღებულმა პირმა 16 მოსწავლე მოჰკლა. ინცინდენტი დღეს შტუტგარტის მახლობლად ქალაქ ვინედენში ,ალბერტვილის ტექნიკურ სკოლაში მოხდა. პოლიციის განცხადებით სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა შუადღეს საკლასო ოთახში შევიდა და ცეცხლი გახსნა. პოლიციელებმა დაადგინეს თავდამსხმელის ვინაობა. იგი 17 წლის, ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, დაუდგენელი ინფორმაციით მოგვიანებით თავდამსხმელი სროლის დროს მოჰკლეს.

რეგიონში მომხდარი ფაქტის შემდეგ ადგილობრივი სკოლები დაიხურა. პოლიციამ მოუწოდა მოსახლეობას შინიდან არ გამოსულიყვნენ სანამ დაკავების ოპერაცია არ ჩატარდებოდა.

XS
SM
MD
LG