ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დაიძაბა


ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენლების განცხადებით აშშ-ის სამხედრო გემი ჩინეთის სამხრეთ სანაპიროებთან სადაზვერვოს მისისას აწარმოებდა.

ჩინეთის ოფიციალური ყოველდღიური გაზეთის გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის კუთვნილი სამხედრო გემი არამარტო დაკვირვებებს ატარებდა რეგიონში არმედ სადაზვერვო სამუშაოებსაც აწარმოებდა.

ვიცე ადმირალმა ლინ მაომ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმას ვისაც კი მხედველობა არ ღალატობს ნათლად შეეძლო დაენახა, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა აშშ-ის გემი.

სხვა საზღვაო ფლოტის წარმომადგენლების განცხადებით ჩინეთის საზღვაო ფლოტის გემები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში როდესაც შეაჩერეს ამერიკელების სამხედრო გემი. და აქვე დასძინეს, რომ ამერიკელების ამ წყლებში ყოფნა ჩინეთს საფრთხეს უქმნიდა.

აშშ-ის მთავრობამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ჩინეთის გემებმა ხელის შეშლა დაიწყეს და გამომწვევად იქცეოდნენ, მაშინ როდესაც ნეიტრალურ წყლებში ისინი წყალქვეშა გემებზე მონიტორინგს ახორციელებდნენ.

ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მომხდარი ინცინდენტის გამო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იანგ ჯეიჩის ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა . სადაც იგი კვირის განმავლობაში აშშ-ის ოფიციალურ პირებს შეხვდება.


XS
SM
MD
LG