ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში განხორციელებულ აფეთქებას ოცდაათი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბაღდადის გარეუბან აბუ-ღრაიბში განხორციელებულ აფეთქებას ოცდაათი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიცია აცხადებს, რომ კამიკაძე ტერორისტმა თავი ტომთა ბელადებისა და უშიშროების სამსახურის მუშაკების ჯგუფთან მიახლოვებისას აიფეთქა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ერაყის სამხრეთში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზას რაკეტები სტყორცნეს. ამ თავდასხმის შედეგად ორი ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ქალაქ მოსულში პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა ერთი სამოქალაქო პირი. პოლიცია ასევე აცხადებს, რომ ამერიკელთა მხარდამჭერთა პატრულზე მოწყობილ თავდასხმაში პატრულის ორი წევრი დაიჭრა. წინა წლებთან შედარებით, გასულ წელს ერაყში არსებული ძალადობის ფონი მკვეთრად შესუსტდა.


XS
SM
MD
LG