ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა და ნატოს შორის მაღალი დონის ურთიერთობა აღდგა


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღდგეს მაღალი დონის კონტაქტები რუსეთთან, რომელიც აგვისტოს მოვლენების გამო ალეანსმა გაყინა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სჰეფერმა ეს განცხადება გუშინ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში გააკეთა.მისი განცხადებით აზრთა სხვაობა რუსეთსა და ნატოს შორის, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასაც მოიცავს დავიწყებას არ მიეცემა. თუმც მანვე დაამატა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა და მასთან კონტაქტების სრულიად გაწყვეტა მართებული არ იქნებოდა. მანვე მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება რაც შეიძლება მოკლე ხანში უნდა მოხდეს, მას შემდეგ რაც აპრილში ჩატარდება ნატოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ნატოს მოუწოდა ახალი ფურცელი გადაშალოს რუსეთთან ურთიერთობაში. მან გააკეთა მოწოდება კონსტრუქციული ძალისხმევა იქნას გამოჩენილი, რათა მოსკოვიც ჩაერთოს ისეთ პრობლემატურ სფეროებში, როგორცაა შეიარაღებისადმი კონტროლი ავღანეთში.


XS
SM
MD
LG