ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ისრაელში


ისრაელის სამართალდამცავების განცხადებით დღეს პალესტინელმა მძღოლმა ბულდოზერი ცარიელ ავტობუსსა და პოლიციის მანქანას შეაჯახა. შემდეგ მან დაშავებული ორი პოლიციელი გამოასალმა სიცოცხლეს.

ინციდენტს იერუსალიმის ტაქსის მძღოლი შეესწრო, რომელმაც ბულდოზერის მძღოლი ადგილზე მოჰკლა. პოლიციამ მომხდარ ფაქტს ტერორიზმი უწოდა. ბოლო ხანებში მეამბოხეები სამშენებლო მძიმე მანქანებს იყენებენ ისრაელის სამიზნეებზე.

ამასთან ღაზას სამედიცინო პერსონალის განცხადებით ისრაელის საჰაერო დარტყმამ ისრაელ-ღაზას საზღვარზე ორი პალესტინელი გამოასალმა სიცოცხლეს.

ისრელის სამხედროები კი აცხადებენ რომ შეტევა განხორციელდა უკანონო შეიარაღებულ პირებზე, რომლებმაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს საზღვარზე მყოფ ისრაელის ჯარისკაცებს.

XS
SM
MD
LG