“უმჯობესია, რომ ეკონომიკის გადასარჩენად ჩვენ დღესვე ვიმოქმედოთ აგრესიულად. ალტერნატივას მხოლოდ ეკონომიკური სტაგნაციის პროცესისი გახანგრძლივება წარმოადგენს”. აღნიშნა მან.
თუმცა სკეპტიკოსი კანონმდებლები შეშფოთებულები არიან მთავრობის პოლიტიკით. გასული წლის შემდეგ ბანკმა “სითიგრუპმა” ორმოცდახუთი მილიარდი დოლარი მიიღო დახმარების სახით. მიმდინარე კვირას კი მთავრობამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი სადაზღვევო კომპანია “ეი აი ჯისთვის” ოცდაათი მილიარდი დოლარის ოდენობის გამოყოფა გადაწყვიტა:
“ამერიკელებს უკვე ყელში ამოუვიდათ ობამას მთავრობის ასეთი ქმედება”. განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა.
ბერნანკე აცხადებს, რომ მას კარგად ესმის ის, რომ “ეი აი ჯის” გაკოტრება ქვეყნის ეკონომიკაზე სავალალოდ იმოქმედებს:
“მე გეთანხმებით და ვიზიარებ თქვენს გულისწყრომას. ჩვენ ნამდვილად საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ “ეი აი ჯის” ან მისი აქციების მფლობელების გადასარჩენად კი არ ვიღწვით, არამედ ამას ქვეყნის საფინანსო სისტემის დასაცავად და გლობალური ეკონომიკის
კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ”. განაცხადა ეროვნული ბანკის თავკაცმა.
პრეზიდენტმა ობამამ საფინანსო ინსტიტუტების სტაბილიზაციისთვის გაწეული სამსახურის გამო, ქებით მოიხსენია ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო:
“ამ ქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომაც გამოდიან ეროვნული ბანკი და ხაზინა მომხმარებლებისა და ბიზნესების დახმარების ინიციატივით. ამ პროცესის სრული ძალით ამოქმედება, ამერიკელებისთვის ტრილიონ დოლარამდე სესხების გაცემას ითვალისწინებს”. განაცხადა ტრანსპორტის დეპარტამენტში სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა.
ეკონომისტები ამერიკის ეკონომიკის სწრაფ დაღმასვლაში საკრედიტო ბაზრის სტაგნაციას ადანაშაულებენ. გასული წლის მიწურულში ქვეყნის ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდა, ხოლო გასულ თვეს კი ამერიკაში ექვსასი ათასი სამუშაო ადგილი გააუქმეს.
Business