ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროების განცხადებით  თეირანი მზად არის ატომური ბომბის შესაქმნელად


ირანმა უპასუხოდ დატოვა ამერიკელი სამხედროების განცხადება თითქოს თეირანი მზად იყოს ატომური ბომბის შესაქმნელად. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ჰასან რაშგავის განცხადებით თეირანი აღარ გააგრძელებს ურანის გამდიდრების პროგრამას საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით ირანს ტონაზე მეტი გამდიდრებული ურანი გააჩნია. შეერთებული შტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ მულენის განცხადებით ირანს საკმარისი მასალა აქვს ბირთვული იარაღის შესაქმნელად.


XS
SM
MD
LG