ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა ღაზაშია


ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა ღაზაშია, სადაც იგი პირველად ჩავიდა მას შემდეგ რაც იქ 2007 წელს მეამბოხე დაჯგუფება ჰამასმა დაამყარა კონტროლი.

სოლანა ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის, ასევე პალესტინურ ფრაქციებს შორის შერიგებისა და დაზარალებული ტერიტორიის სარეკონსტრუქციოდ ფინანსური სახსრებისმობილიზების ფონზე ჩადის. გუშინ მოქიშპე პალესტინურმა ფრაქციებმა, ფატასა და ჰამასის ჩათვლით, ქაიროში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას ისახავს მიზნად.

ფატას წარმომადგენელმა და პალესტინის ავტონომიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა აჰმედ ქურეიმ განაცხადა, რომ მხარეებმა კომიტეტები შექმნეს რომლებიც ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნაზე იმუშავებენ, ასევე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მომზადებაზე და ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე უშიშროების ძალების შექმნის შესახებ იმსჯელებენ.


XS
SM
MD
LG