ერაყის მთავრობამ იმუნიტეტი მოუხსნა სუნიტ არაბ პარლამენტარს. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ მოჰამედ ალ დაინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს სხვადასხვა რელიგიურ დაჯგუფებებს შორის შუღლის გაღვივებისთვის.
ერაყის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომ ალ დაინი იორდანიში აპირებდა გამგზავრებას. დაინი უარყოფს ბრალდებებს, მათ შორის 2007 წელს ერაყის პარლამენტის აფეთქებაში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას დაინის ახლო ნათესავისა და ერთერთი სხვა პარლამენტარის დაცვის თანამშრომლის დაკითხვა შედგა, სადაც ეს ორი ადამიანი აცხადებს, რომ დაინიმ მათ პარლამენტის აფეთქება დაავალა.ამ ფონზე, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო ციტირებას უხდენს სუნიტ პოლიტიკოსს, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო ჩანაწერზე დაფიქსირებული ორი ადამიანი წამების შემდეგ გახდა იძულებული მსგავსი ბრალდებები შეეთითხნათ.