ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისის ვიზიტის მნიშვნელობა იაპონიაში


აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინტონი იაპონიაში, აზიის ქვეყნებში მოგზაურობის დასაწყისში ჩავიდა. ქალბატონმა ქლინტონმა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰიროფუმი ნაკასონემ ხაზგასმით აღნიშნეს იაპონია-ამერიკის უშიშროების ალიანსის განმტკიცების მნიშვნელობა.

ამ მიმართულებით, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა ხელი მოაწერა გუამის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის თანახმად 8 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ოკინავადან გუამში გადავა. ეს შეთანხმება, თქვა ჰილარი ქლინტონმა, ხაზს უსვამს ჩვენს გადაწყვეტილებას მოდერნიზება მოვუხდინოთ ჩვენს სამხედრო კონტიგენტს წყნარ ოკეანეში. ეს შეთანხმება ასევე ხაზს უსვამს ჩვენი ალიანსის მნიშვნელობას--მისიას, რომ დავიცვათ იაპონია თავდასხმისგან და თავიდან ავიცილოთ ასეთი თავდასხმა ყველა შესაძლო გზით.

დღესდღეობით, ოკინავაში დაახლოებით 13 ათასამდე საზღვაო ქვეითია განლაგებული და 23 00 ამერიკელი ჯარისკაცი, მთლიანობაში. ისინი 50 000თ ათასიანი ამერიკული კონტიგენტის ნაწილს შეადგენენ, რომელიც იაპონიაშია განლაგებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების თანახმად.

ექვსმხრივი მოლაპარაკებები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული პროგრამი შეწყვეტას ისახავს მიზნად, შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა იყო ჰილარი ქლინტონსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. ორივე მხარემ დაადასტურა იაპონია ამერიკის კოორდინაციის, ისევე როგორც იაპონიას, ამერიკასა და სამხრეთ კორეას შორის თანამშრომლობა, რათა იაპონიას აღმოუჩინონ მარდაჭერა ჩრიდლოეთ კორეასთან არსებული დაპირისპირების მოგვარებაში გატაცებული მოქალაქეების საკითხის გარკვევის ირგვლივ. იაპონელი მოქალაქეები ჩრდილოეთ კორეამ 1970იან და 80იან წლებში გაიტაცა.

აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა იაპონიის პრემიერ მინისტრი ტარო ასო ვაშინგტონში დაპატიჟა. ბატონი ასო პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, რომელიც ამერიკის ახალ პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდება. 24 თებერვლის სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მიერ გლობალური კრიზისის დარეგულირების მიმართულებით ერთობლივად მუშაობას.


XS
SM
MD
LG