პენტაგონი აცხადებს, რომ გუანტანამოს ყურეში მდებარე საპატიმროში არსებული პირობები, ჟენევის კონვენციის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
პენტაგონი აცხადებს, რომ გუანტანამოს ყურეში მდებარე საპატიმროში არსებული პირობები, ჟენევის კონვენციის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ადმირალმა პატრიკ უელშმა განაცხადა, რომ ახლა პატიმრებს ერთობლივად ლოცვის ნებას დართავენ. მისი თქმით, საპყრობილის ცამეტდღიანმა შემოწმებამ გამოავლინა ის, რომ ტუსაღებს ადამიანური პირობები აქვთ შექმნილი:
“ჩვენმა შემოწმებამ გამოავლინა ის, რომ გუანტანამოს ხელმძღვანელები მინიმალურ სტანდარტს მიღმა სისტემატიურად აუმჯობესებენ პატიმრების საარსებო პირობებს. ისინი ჰუმანურ პირობებს იმ მაქსიმუმამდე აუმჯობესებენ, სადამდეც უშიშროების დაცვის მოთხოვნები აძლევს ამის უფლებას”. განაცხადა ადმირალმა. ხოლო გუანტანამოს პატიმრების ადვოკატები კი ამბობენ, რომ ტუსაღთა უმეტესობა ინდივიდუალურ საკნებშია გამომწყვდეული, რაც მათ საარსებო პირობებს მკვეთრად აუარესებს: “მრავალმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი ძალით გამოათრიეს საკნებიდან, სკამებს მიაბეს და ძალით გამოკვებეს. ტუსაღთა უმეტესობას მთელი დღის განმავლობაში საკნებში ყოფნა ურჩევნია, იმიტომ, რომ საკნებიდან ყოველი გასვლა-შესვლისას გუანტანამოში დამონტაჟებული ახალი სკანერები მათ შიშვლებად წარმოაჩენს”. აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა პარსის კერბიაეიმ.