ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელთა ბარაკები ააფეთქეს


სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელთა ბარაკები ააფეთქეს. აფეთქების მოწყობაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ალ-შაბაბმა იკისრა. თავად ალ-შაბაბი ამტკიცებს, რომ აფეთქებები ორმა კამიკაძე ტერორისტმა მოაწყო. სამშვიდობოები ყოფილი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არიან განთავსებულნი. სამსვიდობოები აცხადებენ, რომ სინამდვილეში თავდასხმა ნაღმმტყორცნების მეშვეობით განხორციელდა. ჯერ-ჯერობით ადამიანთა შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ასევე ცნობილი გახდა ის, რომ დღეს სომალის პუნტლანდის მხარეში შეიარაღებულმა პირებმა ამ რეგიონში მომუშავე პაკისტანელი გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG