ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ჩრდილო დასავლეთში მთავრობის წარმომადგენელი გაიტაცეს


პაკისტანის მთავრობა იუწყება, რომ მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა, ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე სვატის ველზე მთავრობის წარმომადგენელი გაიტაცეს. გატაცების დროს, მთავრობის წარმომადგენელი ხუსალ ხანი სვატის ველის მთავარი ქალაქის მინგორასკენ მიემგზავრებოდა. თალიბებმა დაადასტურეს ის, რომ ხანი მათ ხელთაა. თუმცა აღნიშნეს, რომ ბატონი ხანი მათი სტუმარია და არა გატაცებული. სვატის ველზე გამაგრებულ რადიკალ ისლამისტთა ლიდერმა მაულანა ფაზლულამ კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედება კიდევ ათი დღით შეიძლება გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG