აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობმა აცხადებს, რომ შაბათიდან დაწყებული, ამერიკის ტერიტორიაზე ყველა დამქირავებელი თანამშრომლებისთვის გადასახადების შემცირებას დაიწყებს. ეს ზომა პრეზიდენტის მიერ ახლად ხელმოწერილი მასტიმულირებელი გეგმით არის გათვალისწინებული.
ბატონი ობამა აცხადებს, რომ აშშ ხაზინის დეპარტამენტი ორგანიზაციებს უკვე ურჩევს რომ შეამცირონ ის გადასახადები, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს ყოველ ხელფასზე აჭრიან. ამ ზომის შედეგად 1 აპრილისთვის თითოელი ოჯახი ყოველთვიურად 65 დოლარს შეინარჩუნებს და საჭირო მიზნებისთვის გამოიყენებს.
დღეს, ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ გადასახადების შემცირებით ჩვეულებრივი ამერიკელები უფრო სწრაფად ისარგებლებენ ვიდრე წარსულში.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ეკონომიკური გეგმა ამას გარდა სამნახევარი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა ამასთან დასძინა, რომ გეგმის დამტკიცება ეკონომიკის გაჯანსაღების გზაზე მხოლოდ პირველი ნაბიჯია.