ისრაელი ღაზას სექტორის ბლოკადას მანამდე აპირებს სანამ ორი წლის წინ ჰამასის მიერ დატყვევებულ ებრაელ ჯარისკაცს არ გაათავისუფლებენ. განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა. ისრაელის უშიშროების საბჭომ ჰამაზთან შეთანხმების შესაზლებლობა განიხილა. ეს შეთანხმება ორ წელზე მეტი ხნის წინ პალესტინელების მიერ ტყვედ აყვანილი ებრაელი ჯარისკაცის გილად შალიტის რამდენიმე პალესტინელში გაცვლას ითვალისწინებს. სირიას ტავშეფარებული ჰამასის ლიდერი ხალედ მეშალი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჯარისკაცის გათავისუფლებისგან განცალკევებით უნდა განიხილებოდეს.