ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისმა და მოსკოვმა შეთანხმებას მიაღწიეს


საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების თაობაზე.განცხადება ამ შეთანხმების შესახებ ჟენევაში ევრო-კავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა გააკეთა. მისივე თქმით ეს წინ გადადგმული პირვლი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში უშიშროებისა და სტაბილობის განმტკიცების მიმართულებით. ამ განცხადებაში მას უფრო დაწვრილებით არაფერი უთქვამა, თუმც კულუარული ინფორმაციის თანახმად შეთანხმება გულისხმობს მხარეებს შორის ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომლის დროსაც მიმოიხილავენ ინციდენტებს, რომლებიც რეგიონალურ უშიშრობას უთხრიან ძირს. ევრო-კავშირის ოფიციალური პირების ვარაუდით არ არის გამორიცხული ცხელი ხაზის გაყვანა მხარეებს შორის. შეთანხმების თაობაზე განცხადება გაკეთდა ევრო-კავშირისა და გაეროს წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული სამშვიდობო მოპლაპარაკების მეოთხე რაუნდის ბოლოს.

XS
SM
MD
LG