ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობამ ვერ მოახერხა დაებალანსებინა უსაფრთხოების ზომები  და ადამიანის პირადი უფლებები



ბრიტანეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი სტელა რემინგტონი მოსახლეობის ტერორიზმით დაშინებაში და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს ბრიტანეთის მთავრობას. იგი აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ ვერ მოახერხა დაებალანსებინა უსაფრთხოების ზომები და ადამიანის პირადი უფლებები.

აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, მაშინდელმა ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ტონი ბლერმა და ამჟამად არსებულმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა, უსაფრთხოების სახელით უგულვებელჰყვეს ადამიანთა სამოქალაქო უფლებები, რომელსაც დიდი ხნის ბრძოლის შედეგად მიაღწია ქვეყანამ. სტელა რემინგტონი ინგლისის სადაზვერვო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 90-იან წლებში მუშაობდა.ესპანური გაზეთ „ლა ვანგარდიასთვის" მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა,რომ მთავრობისთვის უმჯობესი იქნება, თუ იგი აღიარებს რისკის არსებობის ფაქტს,იმის მაგივრად რომ მოსახლეობის დაშინებით სასურველი კანონები მიიღოს , რომელიც სამოქლაქო უფლებებს შეზღუდავს.სტელა რემინგტონი თვლის, რომ მოსახლეობაში შიშის დათესვა სწორედ ტერორისტების მთავარი ამოცანაა.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის „თავისუფლების" დირექტორის იზაბელა სენკის განცხადებით, რემინგტონის და მსგავსი ყოფილი მაღალჩინოსნების სახალხო გამოსვლები იმის მაჩვენებელია, რომ ეს საკითხი ძალზედ აქტუალურია."ბოლო ხანებში ჩვენ მომსწრენი გავხდით კონტრტერორიზმის სახელით ისეთი ზომების გატარებისა რომელიც მაშინ გამოყენებულ იქნა და შემდეგ სხვა სფეროებზე აისახა".ციტატის დასასრული

სენკი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს დაიმახსოვროს ყველა მოქალაქის ელექტრონული კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით თუ ტელეფონით. ქვეყანა ამჟამად უკვე ფლობს დენემეს ყველაზე ვრცელ საინფორმაციო ბაზას. მოთვალთვალე კამერების რაოდენობის მხრივაც ერთ სულ მოსახლეზე ბრიტანეთი პირველ ადგილზეა დასავლეთის ქვეყნებს შორის.

გარდა ამისა გაჩნდა სურვილი ისეთი პირადობის დამადასტურებელი ბარათების შექმნისა, რომელიც თითოეული ბრიტანელის თვალყურის დევნის საშუალებას იძლევა.

სტელა რემინგტონის განცხადებით , ეს ბარათები უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს მოსახლეობას.

ბრიტანეთის ოფიციალური პირები კი თვლიან რომ ამ მონაცემების შეგროვება სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს რათა დაიცვას ხალხი.

ამ ფონზე მრავალი ბრიტანელი თვლის , რომ არსებული კანონები და ჩამოყალიბებული პოლიციური მედთოდები ადეკვატურია.

"მორის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად დადგინდა, რომ ხალხში პოპულარობით ლეიბორისტული პარტია 20 %-ით ჩამორჩება ქვეყნის ოპოზოციურ კონსერვატიულ პარტიას.


XS
SM
MD
LG