ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა პრეზიდენტ ბარაკ ობამას  იმედის თვალით შეჰყურებს


სირიასთან ურთიერთობის აღდგენა ,ვაშინგტონსა და დამასკოს შორის წლების მანძილზე დაძაბულობის შემდეგ,ისეთივე რთული იქნება,როგორც სირიული „დაბკეს" სახელით ცნობილი ეროვნული ცეკვა. გეგმას ,რომელმაც ურთიერთოებები სამომავლოდ უნდა განავითაროს, უამრავი ერთმანეთის გამომრიცხავი ფაქტორი ახლავს.

პირველი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა სენატორ ჯონ კერის მოუწევს.იგი სენატში საზღვარგარეთთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა და ამჟამად დამასკოში იმყოფება.მასთან ერთად სირიაში კონგრესის მაღალი რანგის წარმოამდგენლებიც იმყოფებიან. ამერიკა- სირიას შორის ურთიერთობა სამი წლის წინ განსაკუთრებით დაიძაბა.ამის მიზეზი კი ის იყო,რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ დამასკოდან ამერიკის ელჩი უკან გამოიწვია.

ბოლო რამოდენიმე კვირაა,რაც ამერიკული მედია დიდ დროს უთმობს მოვლენას,რომელიც სირიაში ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნას ეხება.

მარვან კაბალანი დამასკოს უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების პედაგოგია. მისი აზრით, ამერიკა-სირიას შორის ურთიერთობის საკითხი პროგრესს განიცდის,მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ მაინც გადადგმულა.თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ სენატორი კერის ვიზიტი სირიაში ამ ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს იძლევა იმ თვალსაზრისით,რომ კერი დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელია და დღეს თეთრ სახლსა და კონგრესს დემოკრატები მართავენ. მისი აზრით: „სირიის მთავრობა ობამას პრეზიდენტობას იმედის თვალით შეჰყურებს.მათ უკეთესი მომავლის მოლოდინი აქვთ,თუმცა უარესისთვისაც ემზადებიან.ეს კი იმან განაპირობა ,რომ სირიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება და დაძაბული ურთიერთობა აქვს".ციტატის დასასრული

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი აცხადებს,რომ სირიის მთავრობის საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს,რომ ისრაელმა სირიას გოლანის მაღლობები დაუბრუნოს.

პრეზიდენტი ასადის განცხადებით, ისრაელის პრემიერ -მინისტრის მოწოდებები, ისრაელ-სირიას შორის ურთეირთობების დარეგულირების შესახებ, მხოლოდ მშვიდობის სურვილით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მშვიდობიანი ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ მას მერე დამყარდება ,რაც გოლანის დაბლობები სირიას უპირობოდ დაუბრუნდება.

პოლ სალემი ბეირუთში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის კარნეგის ცენტრს ხელმძღვანელობს. მისი აზრით: „ისრაელსა და სირიას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ძალზე ბევრი თემაა გასარკვევი. არჩევნების შემდეგ ამერიკა მზადაა იმისთვის ,რომ სირიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იფიქროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისრაელი გოლანის დაბლობის უკან დაბრუნებისთვის მზად არ იქნება." ციტატის დასასრული

სალემს ეჭვი არ ეპარება იმაში,რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა იმისათვის,რათა დამასკოსთან ურთოერთობა აღადგინოს: „ეჭვგარეშეა,რომ ობამას ადმინისტრაციას სურს სირიის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში იყოს.მიუხედავად იმისა,რომ ამერიკის სურვილია სირიის მთავრობამ სამომავლოდ ქცევები შეცვალოს, მას იმედი აქვს,რომ მომავალში სირია ამ რეგიონში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს". ციტატის დასასრული

ვაშინგტონს დღესდღეობით ბევრი რამ სირიის პოლიტიკაში არ აკმაყოფილებს. არსებობს რამოდენიმე საკითხი,რაშიც იგი სირიის მთავრობისგან თანადგომას მოელის. პირველი და უმნიშვნელოვანესი ამ საკითხებს შორის გახლავთ ლიბანის სუვერენიტეტი და მომავალი არჩევნების ბედი. აღსანიშნავია, რომ სირიას ლიბანში დღემდე არ ჰყავს ელჩი მივლენილი ,რის გამოც ლიბანმა სირიის მიმართ ნდობა დაკარგა.

ჯოშუა ლენდისი ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორია. სირიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ლენდისი აღნიშნავს: „სირიაში ეკონომიკა ძალზე მოისუსტებს.უამრავ სფეროში მდგომარეობა გამოსასწორებელია.სულ ცოტაა რამაა საჭირო იმისათვის,რათა სიტუაცია უფრო დამძიმდეს". ციტატის დასასრული

ლენდისის აზრით,რეალურად შექმნილ გარემოში სენატორი კერის ვიზიტი გამონაკლისს წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ახლახანს ხაზინის მდივნის თანაშემწის პოსტზე ხელმეორედ დაინიშნა სტიუარტ ლევი,რომელიც ურჩი სახელმწიფოებისადმი სანქციების დაწესებითაა ცნობილი.


XS
SM
MD
LG