ირანის თავდაცვის მინისტრი მოსტაფა მოჰამად ნაჯარი მოსკოვს სტუმრობს. ვიზიტის მიზანს რუსეთისგან ეს 300 ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა წარმოადგენს, რომელიც ამერიკელებს და ისრაელს ირანის დაბომბვას გაურთულებს. ნაჯარი რუსეთის ტავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს შეხვდა. ამერიკა და ისრაელი ცდილობენ მოსკოვს ხელი ააღებინონ ამ გარიგებაზე.