ევროკომისიამ ბულგარეთსა და რუმინეთს განუცხდეს რომ ისინი არ აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებს კორუფციასთან ბრძოლასა და სასამრთლო სისტემაში. ევროკომისიამ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნა რომ პროგრესი შეიმჩნევა ბულგარეთში და მოუწოდა სოფიას გამოიყენოს დრო მომავალი ივლისის დასკვნამდე ვითარების გასაუმჯობესებლად.
კომისიამ აღნიშნა რომ რუმინეთში ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა. რუმინეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი და გაატაროს რეფორმები სასამართლო სისტემაში. ევროკომისიამ ბულგარეთში კორუფციასთან ბრძოლისთვის 281 მილიონი დოლარის გამოყოფას შეაფერხებს. ევროკავსირის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს რუმინეთი დაკარგავს ქვეყნისთვის აუცილებელ დახმარებას თუ ეს უკანასკნელი ზომებს არ მიიღებს.