ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ახალმა წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში დაიწყო შეხვედრების პირველი რაუნდი


აშშ-ის ახალმა წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკმა დაიწყო შეხვედრების პირველი რაუნდი . იგი ქბულში ავღანელ ოფიციალურ პირებს ხვდება. ჰოლბრუკის ვიზიტის თანამიმდევრობა საიდუმლოს წარმოადგენს. პარასკევის შეხვედრები შედგება ქაბულში სამთავრობო შენობებზე განხორციელებული ტერაქტებიდან ორი დღის შემდეგ. ავღანეთამდე აშშ-ის წარგზავნილი პაკისტანს სტუმრობდა. მოლაპარაკებებამდე რამოდენიმე საათით ადრე ავსტრალიის თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს , რომ თალიბებისა და ავსტრალიელი სამხედროების შეტაკების შედეგად 5 ავღანელი ბავშვი დაიღუპა. ავსტარალიის სამხრდროებმა გაავრცელეს განცხადება , სადაც ადასტურებენ , რომ ხუთშაბათს ინცინდენტი ურუზგანის პროვინციაში ავსტრალიელი ჯარისკაცების მიერ თალიბ მეამბოხეთა სახლების რეიდის ჩატარების დროს მოხდა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უცხოური ჯარის მიერ ავღანეთში ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლას ,მაგრამ დაადანაშაულ აშშ-ი და მისი მოკავშირეები მშვიდობიან მოსახლეობაში გაზრდილი მსხვერპლის გამო.

XS
SM
MD
LG